2024-12-11

00:18

IWSC 2024 Wine Judging in Georgia - ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

კულტურა
06-10-2023 08:59

IWSC 2024 Wine Judging in Georgia - ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია, IWSC-ის ოფიციალურვებგვერდზე 5 ოქტომბერს გაიხსნა და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.  

IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად „ღვინის სამშობლოდან“ - საქართველოდან დაიწყება, - ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.  აღსანიშნავია, რომ  წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ.  კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის წევრი, ღვინის აღიარებული მაგისტრი ალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები.

IWSCკონკურსის საქართველოში ჩატარება გასულ წელს, ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იყო. მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო ის მაღალი სტანდარტი, რომელთა სრული დაცვით IWSC Wine judging in Georgia -ის გუნდის მიერ კონკურსის ყველა ეტაპი განხორციელდა. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოვყო დარეგისტრირებულ ღვინოთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა - 152-მა მწარმოებელმა წარმოადგინა 487 ღვინო. ასეთმა ინტერესმა და ჩართულობამ, ერთი მხრივ, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა წელს კონკურსის ჩატარების აუცილებლობაში.

შარშან ჩვენს მიზანს მივაღწიეთ: მედალოსანთა სიაში ბევრი მცირე და საშუალო მარანი იყო. ბევრი ახალი ღვინო და მეღვინე გაიცნო როგორც ღვინის, ასევე ფართო საზოგადოებამ. ამიტომ მეღვინეებს აუცილებლად ვურჩევ, რომ მისცენ მათ შემოქმედებას - ღვინოს, იმის შანსი რომ გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული კონკურსის გამარჯვებული,“ - აღნიშნავს IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი  მარიამ გუჯაბიძე.

ცნობისათვის, ღვინის საერთაშორისო კონკურსი, IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს.

ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/3LTWyVp

მსგავსი სიახლეები

2024-11-18 16:10
კულტურა

იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო

კვირეულის გახსნითი ღონისძიება, რომელიც ჩვენი საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის

2024-11-13 13:27
კულტურა

#SCIM2024, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული (2024 წლის 16-22 ნოემბერი)

იტალიური სამზარეულოს - მემკვიდრეობის, რომელიც ცოდნასა და ტრადიციებს აერთიანებს და ჩვენი

2024-11-13 12:51
კულტურა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური ფ

ჩვენების დაწყებამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს შალვა გოგოლაძემ, ლაშა მაჭავარიანმა და ილია თოფურია

2024-11-07 15:04
კულტურა

ელენე ახვლედიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დამთვალიერებელს 7 ნოემბრიდან უმასპინძლებს

განახლებულ სახლ-მუზეუმში განხორციელდა მუზეოგრაფიის პროექტი, რომლის მიზანი იყო სრულად აღდგენილიყო ელენე ახვლედიანის

2024-11-06 11:09
კულტურა

იტალიის საელჩო: იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვედრა სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭ

ცნობილმა ქართველმა რეჟისტორმა და სცენარისტმა მერაბ კოკოჩაშვილმა ელჩს გააცნო თავისი ახალი კინოსურათი „ტერცო მონდო“,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები