2024-07-27

11:20

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი

სამხედრო
06-09-2023 09:51

«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მზარდ ეკონომიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას „ხალიკ ბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უმუტ შაიახმეტოვა და „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ გეგუჩაძე უძღვებოდნენ, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 „ხალიკ ჯგუფი“ ყაზახეთის უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია, რომელიც 4 ქვეყანაში - საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში ოპერირებს. ჯგუფი ყაზახეთში წამყვან სადაზღვევო, სალიზინგო, საფინანსო და სატელეკომუნიკაციო კომპანიებით, ხოლო სამ ქვეყანაში საბანკო ინსტიტუტციით არის წარმოდგენილი. „ხალიკ ბანკი საქართველო“ ჰოლდინგში შემავალი „ხალიკ ბანკ ყაზახეთის“ შვილობილი ბანკია და ქართულ საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. თავად „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ რეგიონში უმსხვილესი - 30 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივების მფლობელი ბანკია, რომლის კაპიტალიც 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2022 წელს ბანკის მოგებამ მილიარდ ხუთას მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.  აღსანიშნავია, რომ ხალიკ ბანკს მსოფლიოში აღიარებული 3 სარეიტინგო სააგენტოს - Fitch (BBB), S&P (BB+/B) და Moody’s (Ba1) - უმაღლესი რეიტინგი აქვს რეგიონში მინიჭებული და  მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან ივაჭრება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ხალიკ ბანკი“  წელს იუბილარია და 2023 წელს ყაზახეთში მოღვაწეობის 100 წელი შეუსრულდა. 

ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ - უმუტ შაიახმეტოვამ - განვლილი გზა და ქართულ-ყაზახური თანამშრომლობა შეაფასა:

„ქართულ-ყაზახური მეგობრული ურთიერთობები მრავალ ათწლეულს ითვლის, თუმცა, ბოლო პერიოდში ორი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად მზარდმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა დააკავშირა.  ჩვენ - ხალიკ ბანკი - ვართ ერთ-ერთი უძველესი კომპანია, რომელიც ფინანსურ ბაზარზე ფუნქციონირებს. ჩვენი ბანკის კაპიტალის 30%-ს საერთაშორისო პარტნიორები ფლობენ.  ვთანამშრომლობთ ამერიკულ, ევროპრულ, აზიურ ფონდებთან,რაც ჩვენი კომპანიის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას განაპირობებს. რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ უკვე 15 წელია ბაზარზე ვართ. ბანკი 2008 წელს გავხსენით და მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის არ იყო მარტივი, ჩვენ დავრჩით ქვეყანაში და ახლაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას,“ - განაცხადა უმუტ შაიახმეტოვამ.

დღეს „ხალიკ ბანკ საქართველოს“  სხვადასხვა ქალაქში 8 ფილიალი აქვს და მრავალფეროვანი სერვისებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

„ხალიკ ბანკი“ განვითარებული და ტექნოლოგიური ბანკია. ჩვენ ძალიან დიდ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს ვხედავთ.  „ხალიკ ბანკ საქართველოს“ აქვს Fitch-ის საუკეთესო რეიტინგი (BB+) საქართველოში, რაც დამფუძნებელი კომპანიის მაღალი რეიტინგის დამსახურებაა. მიუხედავად ჩვენი არც თუ ისე დიდი ზომისა, ვცდილობთ მომხმარებლებს უნივერსალური მომსახურება შევთავაზოთ:  გვაქვს ყველა პროდუქტი, რომელიც საქართველს საბანკო სივრცეშია აპრობირებული. შემიძლია ვთქვა, რომ 15 წლის განმავლობაში „ხალიკ ბანკიდან“ საქართველოში დამფუძნებლის მიერ სხვადასხვა სახით ორას მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული,- განაცხადა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული გამჭვირვალე კანონმდებლობისა და მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს გათვალისწინებით თანამშრომლობის ინტერესი მაღალია და განვითარების სურვილიც თვალნათლივ ჩანს.

 „საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანია. ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ კლიენტების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული და მათ  აზროვნებაზე მორგებული ბანკი.  ამისთვის გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა და ვთვლით, რომ ხალიკ ბანკ საქართველოს საინტერესო და პერსპექტიული მომავალი აქვს - აღნიშნა გეგუჩაძემ.

მსგავსი სიახლეები

2024-07-23 12:04
სამხედრო

VIDEO: პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

დასკვნით ფაზაში, თავდაცვითი ოპერაციის რაიონში, „ბრავო“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქმა

2024-07-16 16:15
სამხედრო

VIDEO: კოჯორში "ჯარის ბანაკი" აქტიურად მიმდინარეობს!

შეჯიბრებები ტარდება იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში

2024-07-15 14:27
სამხედრო

VIDEO: უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ დასრულდა

„პარტნიორი 2024“-ში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები

2024-07-11 16:19
სამხედრო

VIDEO: „პარტნიორი-2024“ ფარგლებში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, „პარტნიორი-2024“ ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს

2024-07-08 11:55
სამხედრო

VIDEO: უწყებათაშორისი სწავლება - „პარტნიორი-2024“ იწყება!

ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობებთ, რომ სწავლების მოსამზადებელი სავარჯიშოები 8 ივლისს ორივე ლოკაციაზე გაიმართება. გენერალური რეპეტიცია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები