2024-02-22

12:13

"როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის როგორც მე მესიამოვნება" - რას პასუხობს აჩი ფურცელაძე კრიტიკოსებს

ჩინეთი
22-09-2017 07:08

სოციალურ ქსელებში ბოლო ორი დღეა აქტიურად განიხილავენ მომღერალ აჩი ფურცელაძის განცხადებას, რომელიც მან ჟურნალ "სარკესთან" გააკეთა. ქართველი და რუსი ქალების შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო, მომღერალმა ქართველი ქალბატონების, და არამარტო ქალბატონების მხრიდან, მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 

"კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქალბატონმა ელენემ, რომ ჩაძინება სეკვესტრია ქართველ გოგონებში და მოსავლელი ღმერთმა არ გამხადოს, მითუმეტეს თქვენნაირი ქალბატონის სიახლოვეში. გაიხარეთ, ძალიან მაცინეთ დილიდან მეც და ჩემი სამეგობროც. და ისე, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. მაგრამ ცუდ გამგონს ვერ ეყოლება კარგი მთქმელი, ასე რომ... მიხედეთ თქვენს აშკარად დალაგებულ ცხოვებას, თქვენს ოჯახს. მე როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის და დამაძინებს, როგორც მე მესიამოვნება. დამიჯერეთ, მერწმუნეთ ქალბატონო ელენა ეს ორმხრივი ემოციები და ქმედებანი იქნება. გმადლობთ, რომ გამოყავით თქვენი ძვირფასი დროის დამდენიმე წუთი და დამითმეთ მე "მოუვლელ" არჩილს ზურაბის ძე ფურცელაძეს. ღმერთი თქვენსკენ და საერთოდ გა-ვიხაროთ, ხალხნო, ერთმანეთის კარგად ყოფნით. მე კარგად ვარ გმადლობთ", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრისას, აჩი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ქალებისგან განსხვავებით, რუსმა ქალებმა იციან, "როგორ უნდა მოუარონ კაცს".

"ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს ქალმა კაცს. საქართველოში ურთიერთობებს რომ ვუყურებ, ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ქალები "გაბლატავებულები" არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გაგასწრონ. "საკონტროლო პაკეტს" მაინც კაცი უნდა ფლობდეს 51% - კაცი, 49% - ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს... კაცმა ქალთან არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის, სიხარულის, ვიდრე კაცი", - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.

მსგავსი სიახლეები

2024-02-14 20:22
ჩინეთი

აკადემიის სტუდენტებისთვის ჩატარდა სასერტიფიკატო ტრენინგი სახელწოდებით „ჩინეთსა და უცხო ქვეყნებს შორი

აკადემიის სტუდენტებისთვის ჩატარდა ერთთვიანი სასერტიფიკატო ტრენინგი სახელწოდებით „ჩინეთსა და უცხო ქვეყნებს შორის ხიდის მშენებლობა

2024-02-13 16:40
ჩინეთი

VIDEO/საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ორგანიზე

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ელისო ელისაშვილმა სტუმრებს ჩინური ახალი წლის დადგომა მიულოცა და ყველას

2024-01-27 20:56
ჩინეთი

VIDEO/ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის - ელისო ე

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჭოუ ციენ ექსკლუზიურად საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის - ელი ელისაშვილის რუბრიკაში

2023-12-31 12:49
ჩინეთი

VIDEO / ჩინეთის ქალაქ ჩანშაში ექსპლუატაციაში შევიდა საწვავის შემავსებელი რობოტი

ჩინეთის ქალაქ ჩანშაში ავტომობილების საწვავის შემავსებელი რობოტი ექსპლუატაციაში შევიდა

2023-09-06 09:10
ჩინეთი

ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე "ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის 1

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები