"ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ" - ნინი ქარსელაძე რუსეთში მიემგზავრება

მომღერალი ნინი ქარსელაძე იანვრიდან საცხოვრებლად მოსკოვში მიემგზავრება მან ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.
„ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ევროპაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ეს ადამიანები ტრადიციულად, მენტალურად არ არიან ქართველებთან ახლოს. ალბათ, ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წახვიდე იქ, რომ ევროპას აუწყო ფეხი, მოერგო და შეეწყო. ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ, სადაც დედაჩემის ბავშვობის მეგობართან, მაია ყიფიანთან და მის არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან კომფორტული და საყვარელი ადამიანი არიან და მათ გვერდით ნამდვილად არ გამიჭირდება. ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს რუსეთში, მათ შორის გავლენიანი, ვისაც შეუძლია გზაზე დამაყენოს და შემოთავაზებებიც მაქვს. იანვრამდე თბილისში ვარ, მერე აუცილებლად წავალ და იქ ავაწყობ ჩემს კარიერას“, აღნიშნავს ნინი "თბილისელენთან".
ნანახია: 89
მსგავსი სიახლეები

თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს ჟურნალისტების პირველი შეხვედრა ჩატარდა

ყაზახეთის რესპუბლიკა - პოლიტიკური რეფორმებისა და დემოკრატიის ნათელი მაგალითი

ჩეხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობები არსებობს - ჩეხეთის ელჩი პ. მი

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო - ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

შთო-ს მისიამ ყაზახეთში ჩატარებული არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად შეაფასა
clickss