მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში დღეს იწყება!

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს იწყება. 2023 წლის პლანეტის პირველობას აზიის სამი ქვეყანა – ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებს. ტურნირის ხილვა საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზე იქნება შესაძლებელი.
FIBA-მ ტურნირის დაწყებამდე სტატია გამოაქვეყნა, სადაც მუნდიალის წინ ყველა საინტერესო დეტალი მიმოიხილა.
მასპინძელი არენები:
ჩემპიონატი 25 აგვისტოს გაიხსნება და პირველივე დღეს ასპარეზობაში 16 გუნდი ჩაერთვება. A და B ჯგუფის გუნდები თავიანთ თამაშებს ფილიპინებზე, SMART Araneta Coliseum-ზე ჩაატარებენ. C და D ჯგუფის ნაკრებები ერთმანეთს Mall of Asia (MoA) Arena-ზე დაუპირისპირდებიან.
ტურნირის პირველი რაუნდის 2 შეხვედრა Philippine Arena-ზე გაიმართება, რომელიც 52 000 მაყურებელს იტევს.
საქართველოს ნაკრები, რომელიც F ჯგუფშია, იაპონიაში, Okinawa Arena-ზე ითამაშებს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. აღნიშნული დარბაზი ასევე მიიღებს E ჯგუფის მატჩებს.
დარჩენილი ორი ჯგუფის, G და H-ის ნაკრებები კი ინდონეზიაში შეიკრიბებიან, Indonesia Arena-ზე.
ტურნირის ფინალური ეტაპი 5-10 სექტემბერს შედგება და ყველა შეხვედრა MoA Arena-ზე ჩატარდება.
ტურნირის ფორმატი:
მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი იასპარეზებს. სულ არის 8 ჯგუფი, ხოლო თითოეულში 4 ნაკრებია. ყოველი ჯგუფიდან 2-2 გუნდი გავა მეორე ეტაპზე, ხოლო დანარჩენები 17 დან 32 ადგილების ჩათვლით გაინაწილებენ პოზიციებს.
მეორე ეტაპზე 4 ჯგუფი დაკომპლექტდება, საიდანაც 2-2 გუნდი მეოთხედფინალში გავა. მაგალითად, თუ საქართველოს ნაკრები F ჯგუფიდან გააღწევს, K ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ასევე ითამაშებენ E ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსნები. აღნიშნული 4 ჯგუფიდან ვერ გასული გუნდები 9-17 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
მოქმედი ჩემპიონი:
2019 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ესპანეთმა მოიპოვა. იმ ტურნირის MVP-ი რიკი რუბიო გახდა, ხოლო ესპანელებმა ფინალში არგენტინის ნაკრები 96:75 დაამარცხეს.
ნანახია: 493
მსგავსი სიახლეები

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss