IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა შემდეგ საინტერესო თემებს: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, კულტურა და ლიტერატურა.
ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს - ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის გამყარებასა და კვლევის შედეგების პრაქტიკულ რეალიზებას.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენდნენ 12 ქვეყანას: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, აზერბაიჯანი, კანადა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სომხეთი, ყატარი, მოლდოვა და ისრაელი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 13 ამერიკელი განათლების ექსპერტი.
IBSU მადლობას უხდის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის რეგიონულ ოფისს, რომელმაც უზრუნველყო ინგლისური ენის ექვსი სტიპენდიატისა და ფულბრაიტის პროგრამის ინგლისური ენის მასწავლებლის ასისტენტის კონფერენციაზე დასწრება. მათ მონაწილეებს ღირებული ინფორმაცია გაუზიარეს.
კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.
ნანახია: 421
მსგავსი სიახლეები
clickss