საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი და გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე. აღინიშნა თავდაცვის ძალების განვითარებასა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებაში ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელოვანი როლი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.
ადმირალ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დეტალები გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის დირექტორთან, გენერალ ლეიტენანტ იანუშ ადამჩაკთან განიხილა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვის საკითხსა და სამხედრო თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს.
ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანელ, ფრანგ, რუმინელ და სლოვაკ კოლეგებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ნანახია: 738
მსგავსი სიახლეები

VIDEO: თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მ
წელს ,,ძლიერთა თამაშებში“ საქართველო 20 სამხედრო პარასპორტსმენით წარდგება. დაჭრილ-დაშავებული

თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის ატაშეების ასოციაციასთან შეხვედრა გაიმართა
მინისტრის მოადგილემ თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე

საქართველოში გრძელდება ნატოს აქტივობა კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების უნარების ინტეგრირების კუთხით
სწავლების მიზანია, წარმოაჩინოს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობები

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოქმედ თავმჯდომარეს,

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით
clickss