2025-05-24

00:58

აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

განათლება
03-08-2024 11:12
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსურის ენის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს!
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
შედეგების გამოქვეყნება 5 აგვისტოდან უცხოური ენის შედეგით განახლდება. 
ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი. 
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი. დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 10:14
განათლება

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

2025-04-29 12:17
განათლება

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

2025-04-28 14:08
განათლება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

2025-04-24 11:06
განათლება

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე

ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები