საქართველოს, უკრაინის და ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების ლიდერების შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში “Erasmus+”-ის პროექტის ფარგლებში
2024 წლის 19-21 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ “Erasmus +”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations”-ის პირველი სამუშაო შეხვედრის (Kick-off Meeting) მონაწილეებს მასპინძლობს.
პროექტში, ქართული უნივერსიტეტების გარდა, ჩართულნი არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები გერმანიიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ეროვნული აქტორებისა და დაინტერესებული მხარეების შეხვედრები უკრაინასა და საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების განსახილველად.
პროექტის პარტნიორთა მიზანია პერსონალისა და ინსტრუქტორების გადამზადება ახალი, ინოვაციური "კურიკულუმის" მეშვეობით და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება მაღალმთიან რეგიონებსა და სხვა მოშორებულ ადგილებში არსებული უსდ-ების თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაციის გამოწვევების შესასწავლად და გადასალახად.
შეხვედრის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კურიკულუმის მსმენელებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფაზე.
პარტნიორების მიზანია, ხელი შეუწყონ მსმენელებს სამუშაო ადგილების შესაბამისი უნარ-ჩვევების, დინამიურად ცვალებადი გარემოს მიმართ სამუშაო სივრცის ადაპტაციასა და ინოვაციური უნარების დაუფლებაში.
სამუშაო შეხვედრა 21 მარტს დასრულდება.
ნანახია: 545
მსგავსი სიახლეები
clickss