საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-სა და ადამიანური რესურსების მართვის სააგენტო Hiro-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-სა და ადამიანური რესურსების მართვის სააგენტო Hiro-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა! HRM სააგენტო Hiro აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს შვილობილ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს კომპანიებს.
მემორანდუმი ითვალისწინებს:
-GIU-ს სტუდენტების ჩართვას კომპანიის სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში;
-უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და განახლებას;
-ერთობლივი კარიერული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
-ასევე, სხვადასხვა ტიპის პროფესიული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც ჯიუ-ს სტუდენტებს ხელს შეუწყობს დასაქმებაში.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ მადლობას უხდის HRM სააგენტო Hiro-ს თანამშრომლობისთვის!
ნანახია: 477
მსგავსი სიახლეები
clickss