მართვის მოწმობის აღების წესში ცვლილება შევიდა

მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა, უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გავიდეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში, - ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 365 კალენდარული დღე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად.
ცვლილებების მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლას, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღის შემდეგ შეძლებს, ხოლო პირველადი გასვლისას გამოცდის უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მომდევნო გასვლებს შორის სავალდებულო შუალედი არის 30 კალენდარული დღე.
ნანახია: 2165
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე წულაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს უმასპინძლა
შეხვედრაზე მინისტრმა დიდიე ტღებიუკს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ბიბლი
აღსანიშნავია, რომ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგ
აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და GCCA-ის შორის თანამშრომლობის მ
მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი

ქართველი და უკრაინელი ავტორები ევროკავშირის 2025 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალურ ტურში გავიდნენ
კონკურსის ფინალურ ტურში გასულ ყველა ავტორს გაეწევა პოპულარიზაცია ევროპის მასშტაბით
clickss