2024-12-01

23:37

პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

სამართალი
13-06-2024 14:37

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, გუშინ პარლამენტში სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მისი განცხადებით, ანგარიში 2023 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილ საფრთხეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებების მიმოხილვას მოიცავს.

„უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა 2023 წელს დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს. გლობალური მასშტაბით შეაფერხა ქვეყნების მდგრადი და სტაბილური განვითარება, გაზარდა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების შენარჩუნებისა და გაღრმავების ალბათობა. შექმნილი ვითარება, საანგარიშო პერიოდში, სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს უსაფრთხოების გარემოზეც, განსაკუთრებით კი იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანა ოკუპაციის პირობებში იმყოფება და მუდმივად განიცდის ზეწოლას ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული გამოწვევების ფონზე, გასულ წელს, დამატებით ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლზე გვქონდა აყვანილი უსაფრთხოების ყველა მიმართულება და გატარებულ იქნა ყველა საჭირო ღონისძიება, რითაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების პრევენცია და განეიტრალება მოვახერხეთ“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სუს-ის უფროსმა სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ქმედებებზე. ასევე დეზინფორმაციის, პროპაგანდის, კიბერუსაფრთხოების და ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე. მან ასევე მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული ტერორისტული საფრთხეები, გამოწვევები და ყურადღება საქართველოს კონტრტერორისტული საქმიანობის მიმართულებებზე გაამახვილა. გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან და საპარლამენტო კომიტეტებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმისათვის, რომ ყოველთვის გვერდში უდგახართ თქვენი ქვეყნის, თქვენი სამშობლოს ეროვნულ უწყებას, რასაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ჰქვია. გვამაგრებთ კარგი და თანამედროვე, ევროკავშირის სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანილი კანონმდებლობით, რაც უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას გვიმარტივებს. დიდი მადლობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს და მის თავმჯდომარეს თანადგომისთვის. ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში გვიგულეთ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამსახურის ყველა თანამშრომელს, ახალგაზრდა თუ ხანშიშესულ ოფიცრებს, დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ აღნიშნულ წარმატებებში, რასაც ქვეყანა აღწევს, ლომის წილი შეაქვთ“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

პარლამენტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები

2024-11-29 11:13
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 43 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები აქციის დაწყებისთანავე იყვნენ მობილიზებულები რუსთაველის

2024-11-28 13:14
ბიზნეს ნიუსი

„ავერსში“ გრანდიოზული, 60%–იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება!

„ავერსისა“ და „კანი ესთეტიკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების მომხმარებელი დასაჩუქრდება კანის ისეთი

2024-11-25 16:14
ბიზნეს ნიუსი

სალვატორე კასტანო: „რაც მიყვარს საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების გარდა, არის ჭაჭა“

სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ

2024-11-22 11:07
ბიზნეს ნიუსი

დიდი ფასდაკლებების დროა - PSP -ში Black Friday დაიწყო!

განსაკუთრებული სიახლე! ტრადიციული აქციების გარდა, წელს PSP პირველად გთავაზობთ აუთლეტ

2024-11-21 16:36
ბიზნეს ნიუსი

კომპანია „ბეკომ“ თავისი პირველი „აუთლეტ“ მაღაზია გახსნა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

კომპანია „ბეკოს“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მუდმივად ითვალისწინებს მათ წინადადებებს. ეს არ არის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები