2024-10-09

08:55

ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებს

სამართალი
23-02-2024 13:33

ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ოთხმა ქართულმა ორგანიზაციამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად ახალი პროექტი დაიწყეს. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და სტუდია მონიტორი განახორციელებენ. 

პროექტის მთავარი მიზანია სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას დაეთმობა. დასახული ამოცანები შესაძლებლობების განვითარების, ადვოკატირების, შეფასებებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით მიიღწევა.

„სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მომწიფებული დემოკრატიის მნიშვნელოვან აქტორს, რომელიც მთავრობას ანგარიშვალდებულს ამყოფებს და მას არსებით წინადადებებს სთავაზობს. საქართველოსთან დაკავშირებით ეს მოიცავს არა მხოლოდ ცხრა პირობის განხორციელების ზედამხედველობას, არამედ რეფორმებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას და ევროინტეგრაციაში რეალური სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფას“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.

პროექტი 2024 წლის 1 იანვარს დაიწყო და ის 2026 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მსგავსი სიახლეები

2024-10-07 15:37
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

წელს კონკურსზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჟიური ეწვევა. მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, ქართული ღვინის

2024-10-04 11:40
სამართალი

საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ვახტანგ გომ

ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული

2024-10-04 11:21
ბიზნეს ნიუსი

ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიზნესსაბჭო, რომელიც საქართველოსა და საუდის არაბეთის

2024-10-02 16:35
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე!

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის

2024-09-30 12:24
ბიზნეს ნიუსი

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო პანელები, სადაც განიხილეს ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები