2024-02-26

23:53

VIDEO/პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

სამართალი
12-02-2024 11:17
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე - 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. - ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

2024-02-23 13:33
სამართალი

ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე

2024-02-23 10:37
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, ამავე ასოციაციის წევრი, ‘’ექსიმ იათირიმ ჰოლდინგისა’’

შპს „აჭარ ენერჯი 2007-ი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს და საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, ამჟამად კომპანიას

2024-02-22 15:55
ბიზნეს ნიუსი

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდო

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, თურქეთ საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ქვეყანაში მეტი ინვესტიციი

2024-02-22 11:04
ბიზნეს ნიუსი

სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ესტუ

თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.

2024-02-21 16:37
ბიზნეს ნიუსი

UNDP და შვედეთი ხელს უწყობენ ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებას პოლიტიკურ პარტიებში

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მხარდაჭერით, ხელს უწყობს პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობისა და შესაბამისი

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები