რა საკითხები განიხილება მაკა ბოჭორიშვილის თურქეთში ვიზიტის დროს?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს თურქეთში ჩადის. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრას გამართავს დედაქალაქ ანკარაში.
ორი მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მრავალი საკითხი იქნება განხილული.
ფიდანი გამოხატავს, რომ თურქეთი განაგრძობს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის ძალისხმევებისადმი.
მინისტრი ფიდანი აღნიშნავს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთან და აზერბაიჯანთან შექმნილ სამმხრივ მექანიზმს და ხაზს გაუსვამს ამ მექანიზმის წვლილს რეგიონულ თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში.
თურქეთი 16 წელია საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლარს აღემატება.
ამ კონტექსტში, შეხვედრაზე ასევე განიხილება ორმხრივი ურთიერთობები და სავაჭრო საკითხები.
მინისტრი ფიდანი თავის ქართველ კოლეგას განუცხადებს, რომ „შუა დერეფონი“ მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ასევე მის მიღმა.
ამ კონტექსტში განიხილება შუა დერეფნის ხერხემლის - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული სიმძლავრით ამოქმედებისთვის ერთობლივი ძალისხმევის საჭიროება.
შეხვედრაზე ასევე მოსალოდნელია თურქი მესხების საკითხის განხილვა.
სტუმარ მინისტრს ასევე ეცნობება, რომ თურქეთი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატოს თურქი მესხების თავიანთ სამშობლოში, საქართველოში დაბრუნების საკითხში.
ნანახია: 349
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!
აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა!
ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია
clickss