2025-04-28

16:47

ოფიციალური კიევი, რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთისგან ‘კრიტიკულ’ როლს ელიან

პოლიტიკა
18-02-2025 13:08

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ისინი, მის ქვეყანასა და რუსეთს შორის მუდმივი მშვიდობის მიღწევისთვის ჩინეთისგან კრიტიკული როლის შესრულებას ელიან. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

ანდრეი ერმაკმა განცხადება X პლატფორმაზე გააკეთა და შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიჰას შეხვედრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იისთან გერმანიაში გამართულ 61-ე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე (MSC 2025).

ერმაკმა აღნიშნა, რომ ორი მინისტრის შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა უკრაინის ხედვა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობისკენ. მან განაცხადა: „როგორც გლობალურმა მოთამაშემ, ჩინეთმა უნდა ითამაშოს კრიტიკული როლი მშვიდობის მიღწევაში“.

ერმაკმა აღნიშნა, რომ მინისტრმა ვანგმა ასევე გამოთქვა აზრი, რომ უკრაინა „უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკებების მხარე“ და რომ ევროპის მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში „აუცილებელია“.

მეორეს მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მინისტრმა ვანგმა განაცხადა, რომ ჩინეთი ყოველთვის ცდილობდა ხელი შეეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უკრაინის კრიზისში და განაგრძობს კონსტრუქციული როლის შესრულებას კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის.

ვანგმა შეახსენა, რომ ჩინეთი სამხრეთის ქვეყნებთან ერთად ხელმძღვანელობს „მშვიდობის მეგობრების“ ინიციატივას უკრაინის კრიზისის გადასაწყვეტად და აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ ყველა ძალისხმევას ისეთი სამართლიანი, მდგრადი და სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.

მსგავსი სიახლეები

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

2025-04-27 20:46
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 16:45
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა!

ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები