2025-07-01

03:53

მამუკა მდინარაძე - სამი ოპოზიციური გაერთიანების მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვა არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, ამას ჰქვია მტრობა და მეტი არაფერი

პოლიტიკა
09-01-2025 16:13

ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს სამი ოპოზიციური გაერთიანების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციებისადმი მიმართვაზე, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.

„ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, რომ საქართველო რაც შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იმდენად იყოს ევროსტრუქტურებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გართულებული ურთიერთობები, რომ ამის დალაგებას ან დიდი დრო დასჭირდეს, ან გართულდეს. მტრობა ჰქვია ამას და მეტი არაფერი. შეუძლებელია, სხვანაირად შეაფასო ის ყოველდღიური მათი მტრობა საკუთარი ქვეყნის, რომელსაც ისინი ჩადიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამას არ აკეთებენ თავიანთი ნებით. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მათი ნაბიჯი არის გარედან ნაკარნახევი გეგმის მიხედვით გადადგმული. სხვანაირად ისინი არ მოქმედებენ, არც აქვთ უფლება, რომ სხვანაირად იმოქმედონ – რასაც უკარნახებენ, იმას აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ნაბიჯები, ყველაზე რადიკალური ეს ნაბიჯები გახდა ბოლო პერიოდში და შესაბამისად მოქმედებენ მათი აგენტურის წარმომადგენლებიც საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები