2025-02-18

23:08

ლევან იოსელიანი: "სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო"

პოლიტიკა
10-12-2024 15:53

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო, მათ შეეძლოთ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციების გაშუქებაში ჟურნალისტების როლი განუსაზღვრელად დიდია. „გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები. შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო, შეეძლოთ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც საჭიროდ თვლიან, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, განსაკუთრებით ის, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე ჩამდენმა პირებმა უნდა აგონ პასუხი“, აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ ისაუბრა არაფორმალური ჯგუფის შესახებ, რომელმაც, მისივე თქმით, საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. „არ დარჩა არავინ, ვინც არ დაგმო ეს მოვლენა, ეს არის საშიში მოვლენა, როდესაც ნიღბიანი ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები წარდგნენ კანონის წინაშე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ძალიან მძიმე პირობებში ახორციელებენ. „მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში, ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს აქციის მონაწილეებსაც, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა არ დაუშვან, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხო გარემოში გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ“, – დასძინა სახალხო დამცველმა.

მსგავსი სიახლეები

2025-02-18 13:36
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა

საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში

2025-02-18 13:08
პოლიტიკა

ოფიციალური კიევი, რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთისგან ‘კრიტიკულ’ როლს ელიან

ერმაკმა აღნიშნა, რომ ორი მინისტრის შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა უკრაინის ხედვა სამართლიანი, ყოვლისმომცველი

2025-02-17 11:14
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა

2025-02-15 17:21
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული უკანონო

საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში

2025-02-15 13:02
სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები