2025-02-18

22:59

საქართველოში საპროტესტო აქციები გრეძლდება!

პოლიტიკა
09-12-2024 14:32

საქართველოში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლის ბოლომდე არ იქნება დღის წესრიგში, საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართულიიტყობინება.

აქციის მე-11 დღეს გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები ბათუმში, ასევე თბილისში, სადაც ღამის საათებში პარლამენტის შენობის წინ კვლავ შეიკრიბა ათასობით ადამიანი, რომლებმაც მთავრობის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს პროტესტი.

დემონსტრანტებმა საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მერიის მიერ დაყენებული ნაძვის ხის ფოლადის ღეროზე გამოაკრეს დაშავებული ჟურნალისტების, ხელოვანების, პოლიტიკოსებისა და მომიტინგეების ფოტოები.

ზოგიერთმა დემონსტრანტმა პარლამენტის შენობას ქვებიც დაუშინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების შესახებ განაცხადა, რომ ზოგიერთმა პირმა 28 ნოემბრიდან მოყოლებული პარლამენტის შენობისა და პოლიციის მიმართ ძალადობრივი ქმედებები განახორციელა, ხოლო მოვლენებში 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.

მიმდინარე აქციებზე ზოგიერთი ჟურნალისტი დაშავდა, ქალაქის ინფრასტრუქტურას ზიანი მიადგა, ხოლო 400-ზე მეტი პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს, 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების განახლებისკენ მოუწოდა, ოპოზიცია და ევროკავშირის მომხრე აქტივისტები ქუჩაში გამოვიდნენ და აქციების მოწყობა დაიწყეს.

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და აშანტაჟებს მათ ფულით და თქვა: „ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების დღის წესრიგი, 2028 წლის ბოლომდე შევაჩეროთ“.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანა 2030 წელს გახდეს ევროკავშირის სრული წევრი.

მსგავსი სიახლეები

2025-02-18 13:36
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა

საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში

2025-02-18 13:08
პოლიტიკა

ოფიციალური კიევი, რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთისგან ‘კრიტიკულ’ როლს ელიან

ერმაკმა აღნიშნა, რომ ორი მინისტრის შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა უკრაინის ხედვა სამართლიანი, ყოვლისმომცველი

2025-02-17 11:14
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა

2025-02-15 17:21
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული უკანონო

საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში

2025-02-15 13:02
სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები