2024-12-09

21:33

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: განვითარებული მოვლენები ძალზე შემაშფოთებელია, აცხადებს ევროკავშირი

პოლიტიკა
31-10-2024 16:51

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები „ძალზე შემაშფოთებელია“, აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დღევანდელ განცხადებაში.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააკეთეს ანგარიშები დარღვევების შესახებ როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე არჩევნების დღეს. „მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო“, – თქვა ბორელმა. „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლის და მათი დაშინების ფაქტები, რაც საზოგადოების მხრიდან პროცესისადმი ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა აღმოიფხვრას“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა გამოავლინოს ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, დაწყებული საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით. „კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი“, თქვა მან.

ბორელმა დასძინა, რომ მან სთხოვა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს (PSC), რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, სასწრაფოდ შეიკრიბოს დღეს და გამართოს დისკუსია საქართველოში არსებული რთული ვითარების თაობაზე. ბორელმა საქართველოში არსებული მდგომარეობა საგარეო საქმეთა საბჭოს ნოემბრის დღის წესრიგშიც შეიტანა.

„საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში ავლენს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ. ის იმსახურებს იმას, რომ საარჩევნო პროცესი იყოს მკაფიო, რათა  ჰქონდეს მომდევნო მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიან ფარგლებში გაგრძელდეს“, დასკვნის სახით განაცხადა ბორელმა.

დამატებით ინფორმაცია

პრესრელიზი

მსგავსი სიახლეები

2024-12-09 14:32
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები გრეძლდება!

დემონსტრანტებმა საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მერიის მიერ დაყენებული ნაძვის ხის ფოლადის ღეროზე გამოაკრეს

2024-12-09 12:48
სპორტი

საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“ საქართველოს ჩემპიონია

კლუბმა საჩემპიონო თასი მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. გამარჯვებულებს მედლები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის

2024-12-09 11:40
პოლიტიკა

პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთს სტუმრობს

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება და დასძინა, რომ „ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს

2024-12-09 11:22
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

მინდა, შეგახსენოთ, რომ იმავე ადგილზე, მთაწმინდაზე, ორიოდე დღის წინ, ნიღბიანმა მომიტინგეებმა მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა

2024-12-06 16:51
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრეს-კონფერენცია!

ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები