ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების ნიშნების გამო

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნებზე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დეკლარაციაშია ნათქვამი.
დეკლარაციაში აღნიშნულია დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტებისგან საქართველოს გადახვევის რისკები.
“კონგრესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნებზე, რასაც თან ახლავს საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაცია და ისეთი კანონების ამოქმედება, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს სტანდარტებს. ეს მოვლენები დაგმობილ იქნა კონგრესის პრეზიდენტის განცხადებებში, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონისა და ანტი-LGBT საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებას ეხებოდა, ისევე როგორც ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
მეტიც, კონგრესის სამონიტორინგო კომიტეტმა 2024 წლის 2 ივლისის განცხადებაში ხაზი გაუსვა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტებისგან საქართველოს გადახვევის რისკს, რასაც ამწვავებს განსხვავებული მოსაზრებების გამომხატველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმები, დაშინება და სხვადასხვა ფორმის ზეწოლა”, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ არსებობს მზარდი შეშფოთება საქართველოს ოფიციალური პირების ერთგულებაზე დაიცვან ევროპული დემოკრატიული პრინციპები და ევროპული მომავლისკენ იარონ, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ხელისუფლების ყველა დონეზე კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებს ეფუძნება.
„ამ კონტექსტში და 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების და 2025 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ყველა მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, საშუალებას მისცემს მონაწილეობდეს საზოგადოებრივ საქმიანობაში - ხელისუფლების ყველა დონეზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მშვიდობიანად და თანასწორად შეიტანოს წვლილი”, - ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში.
კონგრესი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, გააუქმონ ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო კანონმდებლობები და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებების განხორციელებისგან, რომელიც საზოგადოებას კიდევ უფრო პოლარიზებულს გახდის, პოლიტიკურ პლურალიზმს შეუქმნის საფრთხეს, ადამიანის უფლებებს დაარღვევს ან დემოკრატიის პრინციპებს გამოუთხრის ძირს.
„ეს ყველაფერი ზარალის მომტანი იქნება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული გამყარების გზას და კვლავ გახდეს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ერთგული“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციაში კონგრესი ხაზს უსვამს საქართველოს ოფიციალურ პირებთან კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისადმი თავის ერთგულებას, კერძოდ საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, რის ორგანიზებასაც კონგრესი გეგმავს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობა დაკომპლექტდება.
„საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც მათ ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე მიღებულ რეიკიავიკის დეკლარაციაში განაახლეს და შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროთ ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ თუ ამ ვალდებულებებს არ შეასრულებენ”, - ნათქვამია განცხადებაში.
ნანახია: 649
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss