2025-04-23

15:48

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული უკანონო ე. წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ

პოლიტიკა
10-06-2024 10:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

"იმ პირობებში, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანიბას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება  და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-04-23 13:51
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა

კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა

2025-04-23 12:37
პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციას შეხვდა

თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30-ე წლისთავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ

2025-04-22 16:29
სპორტი

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა

მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად

2025-04-22 13:09
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს

საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის

2025-04-22 11:48
ეკონომიკა

საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი

ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები