ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობის კანონის მიღებით ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, არის ქართული სახელმწიფო, დამარცხდნენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები

გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესვლა არ არის ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის ოპონენტების მარცხი და მით უმეტეს, ეს არ არის არც საერთაშორისო კონკრეტული პარტნიორების დამარცხება. ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ერთადერთი, ვინც დამარცხდა ამ კანონის ძალაში შესვლით, არიან საქართველოს არაკეთილმოსურნეები.
„ამ კანონის ძალაში შესვლა არ არის ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის ოპონენტების მარცხი და მით უმეტეს, ეს არ არის არც საერთაშორისო კონკრეტული პარტნიორების დამარცხება. ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა და ერთადერთი, ვინც დამარცხდა ამ კანონის ძალაში შესვლით, არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ეს არის საერთო სურათი. აქედან გამომდინარე, როდესაც განმტკიცდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ამით დამარცხდება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე. ეს არის მკაფიოდ რაც შეიძლება ითქვას. ვის უნდა სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და ვის არა, ამაზე დასკვნებს გამოიტანს ქართული საზოგადოება. რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებას, ამას წინ ვერავინ დაუდგება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო იმოქმედებს სწორედ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, კანონი შეიცავს ბერკეტებს, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია, დაძლიოს ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციის დაუმორჩილებლობა.
„კანონი თვითონ შეიცავს ამის ბერკეტებს. მონიტორინგი ჩატარდება და ყველას დეკლარაცია გამოქვეყნდება. ვერავინ უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველმა მოქალაქემ ვერ მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ. საზოგადოებისთვის ამ ფინანსების გამჭვირვალობას წინ ვერაფერი დაუდგება, თვითონ კანონი შეიცავს შესაბამის ბერკეტებს“, – განაცხადა პრემიერმა.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 381
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს ან ევროკავშირი გამონახავს ძალას
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ამასთან, პრესრელიზის მიხედვით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება.

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ „ბაკურიანი 2025“-ზე მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი და
15 წლის ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით 13 თებერვალს იასპარეზებს.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა

ქართველი ტყვიის მსროლელი სანდრო ხოსიტაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველი მსროლელი უნგრელ თანატოლს დაუპირისპირდა
clickss