2025-05-19

19:37

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობას არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო

პოლიტიკა
23-05-2024 11:12

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს შესახებ მომხსენებლები ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას PACE-ის საქართველოს შესახებ მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია) ავრცელებენ.

“ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და ეს კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღინიშნება, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიისთვის არსებული საფრთხეების შესახებ დებატებს 2024 წლის 24 მაისს ვილნიუსში შეხვედრის დროს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების

2025-05-16 16:50
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწი

მთავრობის მეთაური EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო, რომლის შემდეგ კონფერენციის

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ

2025-05-16 13:29
პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი - თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა საინტერესო ფორმატია, ვა

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები