2025-04-26

05:31

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გმობს ძალადობას პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ

პოლიტიკა
15-05-2024 10:49

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მკაცრად დაგმო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებზე და ოპოზიციის წევრებზე, ისევე როგორც პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საკამათო კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ზედმეტად ნაჩქარევად მიიღო.

„ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, მიუხედავად მათი აზრისა ამ კანონთან დაკავშირებით“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა რუსოპულოსმა მოითხოვა, უკვე ხელმისაწვდომი იქნება მომავალი კვირის დასაწყისში.

აქვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, სანამ ეს კანონი არ იქნება ამოქმედებული.

მსგავსი სიახლეები

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 16:45
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა!

ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

2025-04-23 19:16
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია

2025-04-23 16:11
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

​შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ტურიზმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები