ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, უკან გაიწვიონ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი.
„ისევე, როგორც შარშან, დღესაც ნათელია, რომ ეს კანონმდებლობა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. მისი მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს წინსვლას ევროკავშირის გზაზე”, — ბორელის ეს სიტყვები ევროპარლამენტის წინაშე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა გააჟღერა.
„საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში აქვთ მომავალი. შარშან დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატის სტატუსმა ჩვენი ურთიერთობები იმაზე მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. ჩვენი კარი ღიაა, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ“, — განაცხადა ლენარჩიჩმა ჯოზეფ ბორელის სახელით.
მან დასძინა, რომ საქართველოს მიერ შესასრულებელი სამუშაო, ცხრა ნაბიჯის ჩათვლით, განისაზღვრა ევროკომისიის მიერ გაფართოების ანგარიშში, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დამტკიცდა.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ: „პოლიტიკურმა ლიდერებმა აუცილებლად უნდა შეამცირონ პოლარიზაცია და პოზიტიურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 571
მსგავსი სიახლეები

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა
საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში

ოფიციალური კიევი, რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთისგან ‘კრიტიკულ’ როლს ელიან
ერმაკმა აღნიშნა, რომ ორი მინისტრის შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა უკრაინის ხედვა სამართლიანი, ყოვლისმომცველი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული უკანონო
საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა
clickss