2024-10-15

00:57

მ. მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს

პოლიტიკა
03-04-2024 12:07

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, ვეტინგთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით. „პირველ რიგში, დღევანდელი დღიდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოვეხმაურებით ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში. მისასალმებელია მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის შეეხო მრავალ საკითხს. სასიხარულოა მისგან ხაზგასმა მაგალითად, კრიზების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის საკითხებზე და ზოგადად ნატო-სთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ნატოსს მისიებში. ჩვენ ათეულობით გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ და ასეულობით დაშავებული გვყავს. მიგვაჩნია, რომ ამ და სხვა უდავო ფაქტებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის საკითხებთან მიმართებით სათანადო შეფასება და დაფასება სჭირდება.
ჩვენი კი, ჩვენი მხრიდან, მტკიცედ გავაგრძელებთ ქვეყნის სწორ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე და ამავდროულად, ასევე მტკიცედ დავიცავთ ქვეყნის კონსტიტუციას, ეროვნულ იდენტობას და ინტერესებს, მოქალაქეთა კეთილდღეობას და ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე მშვიდობისა და სტაბილური განვითარების სწორ გეზს.

ასევე, დღევანდელ დღეს არ შეიძლება ასეთი განცხადება არ გაკეთდეს, ჩვენ ვუერთდებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, რაც ოკუპანტი მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი უხეში და შეურაცხმყოფელი ქმედებაა და დარღვევის ეს ხარისხი რაზე მიანიშნებს კიდევ ერთხელ ალბათ ამას ქართული და საერთაშორისო საზოგადოება კარგად იაზრებს.

რაც შეეხება მიმდინარე კვირის საკითხებს, მიმდინარე კვირაში, როგორც უკვე ჩვენ ორი კვირის წინ დავაანონსეთ და გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტებიდან არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმებისა ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომაზე, ჩვენ დავაინიცირებთ ამ კვირაში კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. როგორც იცით, ამ თემით უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ოპონენტები და ემზადებიან ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოპონენტები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თემის ოპონენტები, შეგვიძლია ვთქვათ, ზოგადად ოპონენტები, პრინციპში განსხვავება აღარ იქნება დამერწმუნეთ ამაში. ტრენინგები გაიმართა პრაიდის ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში კი, არა უფლებები, არამედ სასაუბრო თემა გახლდათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან წინასწარვე გახმოვანდა.

მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს: კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული - იმისათვის, რომ მაგალითად არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში, იმისათვის, რომ, მაგალითად ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი აღარასდროს ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში. ე. წ. „ფარა“, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ავურიოთ პუტინის კანონში. დოლარი, რომლითაც მდიდარი ენჯეოები ფინანსდებიან, რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი ენჯეოების ნაწილი ფინანსდება და ა.შ.

რაც შეეხება ვეტინგის სისტემას, ესეც იყო დღევანდელი განხილვის თემა. შეგვიძლია თამამად ეს საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ხელისუფლება, არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენ საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან თუ პიარ კამპანიებისგან.

რაც შეეხება ასევე ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს - მტკიცებულებების დონეზე გაირკვა, ერთ-ერთი ტელევიზიის სიუჟეტიდანაც გამომდინარეობდა ეს და ბევრი ამბავი გაიგო ქართულმა საზოგადოებამ, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე თაღლითური შტოს, ხაზარაძის პარტიას დავალებული ჰქონდა ცესკო-ს ხელში ჩაგდება, რისთვისაც იგეგმებოდა, ერთი მხრივ, თავდასხმა ცესკო-ს თავმჯდომარეზე, მორალური თუ ფიზიკური გზით, ორივე მიმართულებით ხმოვანდებოდა ინფორმაცია და თუ ეს მოხერხდებოდა, მის მოვალეობას ხაზარაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი შეასრულებდა. ამავდროულად, კანონმდებლობაში ამგვარი დაშვება და პრეცედენტი ევროპის, არცერთ, ხაზს ვუსვამ, არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ამის, ცესკო-ს მოსალოდნელი საბოტაჟის გამო და 9 ევროპული დათქმის ერთ-ერთი პუნქტის სრულად შესასრულებლად ჩვენ შევცვალეთ კანონი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა აცხადებდა, რომ მიუხედავად ზემოთაღნიშნული უდავო ფაქტებისა, ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილი, სადაც კომისია მიგვითითებდა ევროპაში არარსებული პრეცედენტის დანერგვას, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ. თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო ისეთი არგუმენტებით დაადო მიღებულ კოდექსს, რომ ეს არგუმენტაცია აცდენილია როგორც სწორ სამართლებრივ ევროპულ პრაქტიკას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასევე აცდენილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციასაც, რომელიც მე წეღან ვახსენე. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ზურაბიშვილის ყველაფერსაცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და დავძლევთ ვეტოს, რომელიც ხაზარაძის პარტიის მავნებლური გეგმის შემობრუნების ბოლო უშედეგო მცდელობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნებს ჩაატარებს ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით არჩეული, დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვასრულებთ 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც თავისუფალი და ვციტირებ - თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს იყო ერთ-ერთი დათქმა და ეს შესრულებული იქნება და ვერ იქნებოდა შესრულებული იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებდით მათ მოწოდებას, როცა მაგალითად, თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობა რომელიღაცა პარტიის, განსაკუთრებით ხაზარაძის, ანუ, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი შტოს პოლიტსაბჭოს წევრს უნდა შეესრულებინა.

და ბოლოს, ვულოცავთ „ხალხის ძალას“ პარტიის დაფუძნებას. ჩვენ „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით და მისი პარტიის სხვადასხვა შტოებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა არ ვთვალთმაქცობთ და არ ვემიჯნებით ერთმანეთს. გარდა იმ ერთი ორი საკითხისა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. პირიქით, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის მსგავსად, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ საერთო შეხედულებებს ეროვნულ ღირებულებებზე, საერთო ხედვებს მშვიდობის, ქვეყნის მთლიანობის და დეოკუპაციის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის და სხვა საერთო ღირებულებების მიმართ, თუმცა გვაქვს განსხვავებული ხედვა რამდენიმე საკითხის გადაჭრის გზებთან მიმართებით, რის გამოც მათ ცალკე პარტიის შექმნა გადაწყვიტეს. ამიტომ, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს და უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ ახალ პარტიულ ასპარეზზე“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში მ. მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

2024-10-12 10:44
სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მარცხით დ

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის

2024-10-12 10:30
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება სრულად პროპორციული სისტემით

2024-10-11 16:18
ეკონომიკა

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 1 დღე

ფესტივალს წელს მუსიკალურად გააფორმებენ ყველასათავის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე

2024-10-10 17:53
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გულშემატკივრების გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ აჯობა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ბრემერი („იუვენტუსი“), კასტრო („ბოლონია“),

2024-10-10 11:27
პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება!

მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები