2024-05-24

20:18

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
02-04-2024 11:43

1 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მალიკ მურზალინს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. აღინიშნა მზარდი დინამიკა ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე „შუა დერეფნის“ როლის ზრდის ფონზე.

აგრეთვე, ელჩი შალვა პაპუაშვილს უკანასკნელ წლებში ყაზახეთში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

მხარეებმა განიხილეს შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტი ყაზახეთში. ელჩის თქმით, აღნიშნული ოფიციალური ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობის იქნება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს.

მსგავსი სიახლეები

2024-05-24 10:44
პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება!

საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში გაცხადებულ, კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული

2024-05-24 10:40
სპორტი

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და გიორგი სარდალაშვილმა (60კგ), ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა

2024-05-23 16:18
პოლიტიკა

ინფორმაცია იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის შესა

დელეგაციამ გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, გორის და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან, საქართველოს საპარლამენტო

2024-05-23 12:12
სპორტი

ალექსანდრე ბაკში კაჭრეთში მიმდინარე ATP Challenger Tour-ის ნახევარფინალში ითამაშებს

ალექსანდრე ბაკში ნახევარფინალში ტურნირის პირველ ნომრად განთესილ ფილიპ სეკულიჩსა და რამკუმარ რამანაჰანს შორის გამარჯვებულს

2024-05-23 11:12
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობას არ დაძლიონ

ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7246
EUR: 2.954
GBP: 3.466

კატეგორიები