2025-02-09

22:19

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს ესტუმრა!

პოლიტიკა
05-03-2024 10:49

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვია. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება.

ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლაუგურ ფორ ფორდარსონი საქართველოს ვიცე - პრემიერს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება.

თბილისში ვიზიტისას ისლანდიის პრეზიდენტის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

მსგავსი სიახლეები

2025-02-08 14:33
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ‘უცხოური გავლენის’ კანო

ევროპის საბჭოს სამდივნომ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართა სამუშაო ჯგუფის

2025-02-07 14:40
პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებული „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებები მესამე

მისი განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებთან

2025-02-07 11:46
სპორტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ზაგრების ღია პირველობაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპო

გიორგი ელბაქიძემ (74 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი აღანაზარ ნოვრუზოვი

2025-02-06 16:58
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს,

2025-02-06 15:18
პოლიტიკა

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში: „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა“

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს საქართველოს ევროკავშირის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები