2024-12-10

21:45

რობინ დანიგანი - საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები

პოლიტიკა
29-02-2024 12:18

საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის მანძილზე ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ელჩმა განაცხადა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს და მისი, როგორც ელჩის მოვალეობაა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, საქართველოსთან გავაღრმაოთ ურთიერთობები და პარტნიორობა. როდესაც იყო წითელი არმიის მიერ საქართველოს ტრაგიკული ანექსიის დღე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. შევხვედრივარ ძალიან ბევრ ქართველს,  ვისი ცხოვრებაც შეიცვალა აშშ-საქართველოს პარტნიორობით – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. აშშ-მა ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლების მიღებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. რომ გადავხედოთ ამ 32 წელს, აშშ არის თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი“, – განაცხადა დანიგანმა.

წყარო: https://1tv.ge/news/robin-danigani-saqartvelos-arcerti-qveyana-ar-uchers-mkhars-ise-myarad-rogorc-amerikis-sheertebuli-shtatebi/

მსგავსი სიახლეები

2024-12-10 17:05
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები მე-12 დღეა გრძელდება!

აქციის მონაწილეები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებში დაკავებულების გათავისუფლებას და საპარლამენტო არჩევნების

2024-12-10 15:53
პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: "სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთ

მისი თქმით, აქციების გაშუქებაში ჟურნალისტების როლი განუსაზღვრელად დიდია. „გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე

2024-12-10 12:07
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები მთავრობის სხდომაზე

მისივე თქმით, შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი.

2024-12-09 14:32
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები გრეძლდება!

დემონსტრანტებმა საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მერიის მიერ დაყენებული ნაძვის ხის ფოლადის ღეროზე გამოაკრეს

2024-12-09 12:48
სპორტი

საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“ საქართველოს ჩემპიონია

კლუბმა საჩემპიონო თასი მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. გამარჯვებულებს მედლები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები