რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს - ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოთქვამს რწმენას, რომ ირაკლი კობახიძის ძალისხმევის შედეგად თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში.
„პატივცემულო პრემიერო, თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა, გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმედის მომცემი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგად თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - კეთილდღეობა და ბედნიერება", - აღნიშნულია ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 353
მსგავსი სიახლეები
clickss