2024-02-27

02:19

პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა

პოლიტიკა
09-02-2024 10:34

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“  ნდობა გამოუცხადა. 

საქართველოს მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დაიკავა გიორგი ამილახვარმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის - ოთარ შამუგიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილმა, თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანმა, იუსტიციის მინისტრის - რატი ბრეგაძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრის - თეა წულუკიანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ზურაბ აზარაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის - ირაკლი ქარსელაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის - ილია დარჩიაშვილმა, ფინანსთა მინისტრის - ლაშა ხუციშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის - თეა ახვლედიანმა.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის, როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომელთან ერთადაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან სიტყვით გამოსვლისას  ისაუბრა 2012 წლამდე,  წინა ხელისუფლების დროს  საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები, არჩევნების ტოტალური გაყალბება, „ელიტური“ კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, რეპრესიული მანქანის ინსტრუმენტებად ქცეული სასამართლო, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, გადავსებული ციხეები და ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, ციხეებში თუ ციხეებს გარეთ ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, მიტაცებული ტელევიზიები და მონოპოლიზებული მედია, რეჟიმის მიერ „ჩარეცხილი“ ინტელიგენცია და შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით და ამ ყველაფერთან ერთად, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული – 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. ეს ყველაფერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ეს სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა საქართველოში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

2024-02-23 17:03
პოლიტიკა

VIDEO/საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ელჩს შეხვდა!

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

2024-02-23 10:29
სპორტი

ფეხბურთში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყება!

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია

2024-02-22 15:49
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა

შალვა პაპუაშვილმა, თავის სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე და საზოგადოებას საპარლამენტო

2024-02-22 11:41
პოლიტიკა

VIDEO/პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

2024-02-21 13:18
სპორტი

VIDEO/ახალგაზრდა ქართველი მორაგბე სანდრო ზუბაშვილი სპორტულ კარიერას რუმინეთის სარაგბო კლუბ "ბაი

სანდრო ზუბაშვილი ქარელის რაიონის სოფელ წვერიდანაა და რაგბიში ვარჯიში პატარა ასაკიდან ხაშურში დაიწყო. ამის შემდეგ სანდრო ზუბაშვილმა თამაში "ლელო სარასენს თბილისში"

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები