მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დაასახელა

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, პარტიის ყრილობაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.
ყრილობაზე დელეგატებმა ი. კობახიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ი.კობახიძე იქნება და სწორედ ი. კობახიძე დაასახელებს მთავრობის ახალ შემადგენლობას, რის შემდეგაც, მომავალ კვირას, ქვეყნის პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობის შემადგენლობას დაამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ პარტიის ყრილობას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
ნანახია: 816
მსგავსი სიახლეები

დავით მათიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ტურიზმის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციას შეხვდა
თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30-ე წლისთავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა
მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს
საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის
clickss