ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი - აცხადებს ტვ „იმედი“

ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
„იმედის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.
„წინასწარი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, – ნათქვამია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნანახია: 636
მსგავსი სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ამასთან, პრესრელიზის მიხედვით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება.

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ „ბაკურიანი 2025“-ზე მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი და
15 წლის ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით 13 თებერვალს იასპარეზებს.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა

ქართველი ტყვიის მსროლელი სანდრო ხოსიტაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველი მსროლელი უნგრელ თანატოლს დაუპირისპირდა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - საქართველოში ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და შეე
მისივე თქმით, ფესტივალი ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს და ქვეყანას ახალი ჩემპიონები ეყოლება
clickss