2025-02-13

17:18

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და პალატის წარმომადგენლები ავეჯის სექტორიდან

ეკონომიკა
28-11-2024 13:26
26 ნოემბერს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ბატონი ერქუთ ჩელები და პალატის წარმომადგენლები ავეჯის სექტორიდან.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა, კომპანია GT Deco-ს მმართველმა პარტნიორმა, ბატონმა სერჰან უჩანმა ავეჯის სექტორში მოღვაწე ბიზნესმენებს საქართველოს ავეჯის ბაზარზე არსებული ვითარება გააცნო. ხოლო ასოციაციის თავმჯდომარემ მათ ამ მიმართულებით საქართველოში ინვესტიციის განხორციელების, ახალი ბრენდის შემოყვანის, საბაჟო და საგადასახადო წესებისა და ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკური სურათის შესახებ მოახსენა.
ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით ტრაპიზონის დელეგაციას ვიზიტისათვის.
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.

მსგავსი სიახლეები

2025-02-06 09:45
ეკონომიკა

ირანის ელჩი საქართველოში: ირანსა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები ეფუძნება ღრმა კულ

2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა. თუმცა, ორი ქვეყნის პოტენციალის

2025-02-04 17:38
ეკონომიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი თურქეთის ელჩს, ალი ქაან

ლევან მგალობლიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს მიერ განხორციელებული

2025-01-28 16:18
ეკონომიკა

„ტავ ჯორჯიამ“ აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიების ფარგლებში „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე სადისკუსიო ნაწილს დაესწრო.

2025-01-20 17:56
ეკონომიკა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 55-ე ყოველწლიური შეხვედრები იწყება თემით „თანამშრომლობა ინტელექტ

შვეიცარიის დაბა დავოსში გამართული სამიტის ფარგლებში დღეს საღამოს გახსნისა და დაჯილდოების ცერემონიის

2024-12-03 14:28
ეკონომიკა

პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში „ეფეს საქართველო" მხარს დაუჭერს „ფონდი საქართველოს აგრობიზნესის

ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები