2024-10-15

03:42

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სამხრეთ კორეაში გაეცნენ

ეკონომიკა
06-08-2024 17:10

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეაში, ილსანში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში Korea International Tourism Show მიიღო მონაწილეობა. ტურისტულ გამოფენაზე საქართველო კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით წარდგა.

Korea International Tourism Show-ზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

გამოფენის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს კორეის ტურიზმის ორგანიზაციის (KTO) აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან  კანგ იუ იუნგთან და ტურისტული კომპანიის Hanjin travel-ის ხელმძღვანელებთან.

Korea International Tourism Show-ს 50 ათასი სტუმარი ეწვია, გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები

2024-10-11 16:18
ეკონომიკა

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 1 დღე

ფესტივალს წელს მუსიკალურად გააფორმებენ ყველასათავის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე

2024-09-26 13:52
ეკონომიკა

ოქტობერფესტი იწყება - 28-29 სექტემბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

შეგახსენებთ, რომ სპეციალური კონკურსის ფარგლებში, ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა „ლოვენბრაუს“

2024-09-25 15:18
ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს 5-დან 7 პროცენტამდე ზრდის

ამასთან, როგორც აზიის განვითარების ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ

2024-09-13 15:05
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერ

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და

2024-09-05 12:24
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია

მინისტერიალში ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები