2024-10-15

04:06

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 26 მილიონ ევროს მიიღებს

ეკონომიკა
21-02-2024 11:40

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

დღესვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) ჯამურად გამოყოფს 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს.

სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტისა და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას.

პროექტს განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

2024-10-11 16:18
ეკონომიკა

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 1 დღე

ფესტივალს წელს მუსიკალურად გააფორმებენ ყველასათავის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე

2024-09-26 13:52
ეკონომიკა

ოქტობერფესტი იწყება - 28-29 სექტემბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

შეგახსენებთ, რომ სპეციალური კონკურსის ფარგლებში, ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა „ლოვენბრაუს“

2024-09-25 15:18
ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს 5-დან 7 პროცენტამდე ზრდის

ამასთან, როგორც აზიის განვითარების ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ

2024-09-13 15:05
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერ

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და

2024-09-05 12:24
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია

მინისტერიალში ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები