აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მოაწერა. ხელმოწერა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში მხარეებს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას ერთობლივი მწვანე ელექტროენერგიის პროექტების წახალისების, შესაბამისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე, ურთიერთსასარგებლო ინიციატივების მხარდაჭერის გზით.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ოთხი ქვეყნის თანამშრომლობა ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ინფრასტრუქტურის სფეროში. „აღნიშნული სახმელეთო კორიდორის განვითარება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტების მეშვეობით, ასევე გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგობაზრების დივერსიფიცირებას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მემორანდუმში ხაზგასმულია რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, განახორციელონ ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები და ხელი შეუწყონ მწვანე ელექტროენერგიის ვაჭრობას, როგორც მემორანდუმის მხარე ქვეყნებს შორის, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან.
მემორანდუმის თანახმად, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც შეიმუშავებს თანამშრომლობის ერთობლივ გეგმებს და ზედამხედველობას გაუწევს მათ განხორციელებასა და ანალიზს.
ნანახია: 721
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი
ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი
clickss