2025-02-13

15:57

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავისა და ტყავის ნაწარმის ექსპორტიორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან

ბიზნეს ნიუსი
25-12-2024 15:34
დღეს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავისა და ტყავის ნაწარმის ექსპორტიორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან, ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია ZANDAR DIŞ TİCARET LTD.ŞTİ.-ს მფლობელთან, ბატონ ერქან ზანდართან, მის მოადგილესთან, ჩანთების მწარმოებელი კომპანია GÜNDOĞDULAR SAN.TİC.LTD.ŞTİ.-ს მფლობელთან, ბატონ ჰალილ გუნდოღდუსთან და ორგანული საკვების მწარმოებელი კომპანია Raya Organik-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან, ბატონ მეჰმეთ ნეჯდეთ ქილეჯისთან.
 შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ტყავისა და ტყავის ნაწარმის მიმართულებით ინვესტიციის განხორციელებისათვის შესაბამისი ნიადაგი. განსაკუთრებით იქნა გამახვილებული ყურადღება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც მნიშვნელოვნად აადვილებს ჩინეთთან იმპორტ-ექსპორტს.
გურთიადის თავმჯდომარე, ბატონი ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და გააცნო მათ სახელმწიფოსგან თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობები, მისცა რეკომენდაციები და განაცხადა, რომ ასოციაცია ყოველთვის მზადაა გაუწიოს მათ კონსულტაცია კომპანიის დაარსებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებში, დაეხმაროს საჯარო მოხელეებთან შეხვედრის ორგანიზებასა და პერსონალის მოძიებაში.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და სავაჭრო ურთიერთობები მეზობლებთან.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ვიზიტისათვის ბატონ ზანდარს, გუნდოღდუსა და ქილეჯის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ ყოველ ახალ წამოწყებაში!
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.

მსგავსი სიახლეები

2025-02-11 11:47
ბიზნეს ნიუსი

PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე

ვალენტინობისთვის საყვარელი ადამიანისათვის საჩუქრის შერჩევა PSP-ში მარტივი და მომგებიანია

2025-02-11 10:45
ბიზნეს ნიუსი

საუკეთესო რჩევები კრიპტოვალუტებით წარმატებული ვაჭრობისთვის

განათლება. ცოდნა ძალაა, განსაკუთრებით ბაზარზე, სადაც არის კრიპტოვალუტა. ვაჭრობის დაწყებამდე

2025-02-08 14:12
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც

2025-02-08 13:54
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" კომპანია „ეფეს საქართველოს“ ამჟამინდელი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს

2025-02-04 15:11
ბიზნეს ნიუსი

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თ

მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები