EBRD და USAID სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირებს ავითარებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიც შუა დერეფნის სახელწოდებით ცნობილი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის განვითარებაა.
ეს ნაბიჯი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს. კერძოდ, პარტნიორობა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვაჭრობის გაფართოებაზე, მწვანე ენერგეტიკაზე, მრეწველობის ახალ დარგებში ინვესტირებასა და სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ფოკუსირდება.
დოკუმენტს ხელი სომხეთში გამართული EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში მოეწერა.
„შუა დერეფნის გაძლიერება რეგიონის მასშტაბით შექმნის ახალ, ტრანსფორმაციულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს არსებული კომერციული დერეფნებისკენ“, — ნათქვამია EBRD-ის პრესრელიზში.
ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და მშენებლობას. გარდა ამისა, ის მიზნად ისახავს საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, შუა დერეფნის გასავითარებლად სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში კერძო კაპიტალდაბანდებების მოზიდვას და ევროპასთან და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების ხელშემწყობი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტებს შორისაა უნახშირბადო ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად რეფორმების ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობის გაფართოება.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 1077
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი
ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი
clickss