2024-11-14

04:47

ნულოვანი ნარჩენის დღე საქართველოში - ნაბიჯი სუფთა და ჯანსაღი გარემოსკენ

ბიზნეს ნიუსი
01-04-2024 13:32

თბილისი. 1 აპრილი 2024 – 30 მარტს, ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს, მწვანე, სუფთა და ჯანსაღი გარემოს მხარდასაჭერად თბილისის მზიურის პარკში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის, ნორვეგიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

ღონისძიების მონაწილეები, სტუმრები და ორგანიზატორები ერთად ჩაერთნენ სხვადასხვა სახის აქტივობაში, რომელთა მიზანი იყო ნარჩენების მდგრად მართვაზე ინფორმაციის გავრცელება და პლასტმასით დაბინძურების შემცირება.

ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო:

·         ინტერაქტიული საგანმანათლებლო თამაშები და ქვიზები ნარჩენების მართვის შესახებ.

·         მეორადი ტანისამოსისა და წიგნების გაცვლის აქცია.

·         ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების კუთხეები, სადაც შესაძლებელი იყო პლასტმასის ბოთლებისა და მაკულატურის ჩაბარება გადასამუშავებლად.

·         ქართული ეკო-ბიზნესების გამოფენა.

„მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოში! ასეთი ხალხმრავლობა და დაინტერესება ცხადყოფს, რომ სუფთა გარემოზე წვდომის უფლება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ნანა თაკვარელიამ, CENN-ის პროექტის მენეჯერმა.

„ნულოვანი ნარჩენის კონცეფცია მოიაზრებს ნებისმიერი ტიპის ნარჩენის გადამუშავებას და ახალ რესურსად ქცევას. საქართველოში უკვე დაინერგა ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელი - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ნარჩენების შემდეგ ოთხ ნაკადზე: საბურავები, ბატარეები და აკუმულატორები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები. ამ პროცესებში საზოგადოების ცნობიერების გაზრდას და მათ ჩართულობას დიდი როლი აქვს“, - განაცხადა ირმა გურგულიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ლელა აქიაშვილმა, UNDP-ის პროექტის მენეჯერმა, ხაზი გაუსვა, რომ პლასტმასით დაბინძურების შემცირება სისტემური ძალისხმევაა, რომელიც შესაბამისი პოლიტიკის გატარებასა და ყველა სექტორს შორის კოორდინირებასა და თანამშრომლობას მოითხოვს.

„პლასტმასით დაბინძურების შემცირებისთვის, აუცილებელია კომპლექსური მიდგომის დანერგვა, რომლის განხორციელებაშიც ჩაერთვებიან როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და აკადემიური წრეები. ეს გრძელი გზა იწყება თითოეული ჩვენგანის, ცალკეული ადამიანის მზაობით, დავიცვათ ჩვენი გარემოსდაცვითი უფლებები და ავაშენოთ სუფთა და მწვანე მსოფლიო“, - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია:

მსოფლიოში აკუმულირებული მყარი ნარჩენების რაოდენობა მუდმივად იზრდება და წელიწადში 2 მილიარდ ტონას აღწევს. მსოფლიოს მოსახლეობის მესამედისთვის, 2.7 მილიარდი ადამიანისთვის, ნარჩენების სწორი და მდგრადი მართვა ჯერაც მიუწვდომელია. ნარჩენების მართვის კრიზისი ამძაფრებს კლიმატის ცვლილებას, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. (წყარო: UN-Habitat. 2023)

 

საქართველოში, ბოლო ათი წლის მანძილზე, პლასტმასის წარმოება და იმპორტი 71 პროცენტით გაიზარდა, რამაც უკანონო ნაგავსაყრელების რიცხვის ზრდაც გამოიწვია. შავი ზღვის ნაპირებზე აკუმულირებული მყარი ნარჩენების 95 პროცენტს სწორედ პლასტმასა წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული პლასტმასის 93 პროცენტი არ იქნა გადამუშავებული და ნაგავსაყრელებზე ნარჩენების სახით დაილექა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა გარემოსადმი მიყენებული ზიანი. (წყაროები: World Bank. 2021. EU/UNDP EMBLAS Project)  

 

მსგავსი სიახლეები

2024-11-13 10:33
ბიზნეს ნიუსი

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან, დეივიდ კერმოდი – ღვინის

2024-11-12 11:41
ბიზნეს ნიუსი

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომ

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საქართველოს სიანვესტიციო

2024-11-11 14:20
ბიზნეს ნიუსი

ირაკლი ნადარეიშვილი: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეკონომიკის ტრადიციული დარგების ტრანსფორმაცია ჩვე

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც მსოფლიოში მსგავსი პროფილი

2024-11-08 16:30
ბიზნეს ნიუსი

ვილ ჰილი: სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორ დაუახლოვდა საქართველო ხარისხისა და საერთაშორისო მეღვ

კარგად მახსოვს, რომ გასულ წელს ყველანი ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავით. ზოგიერთ ქართულ ღვინოს, რომელიც კონკურსში

2024-11-07 16:20
ბიზნეს ნიუსი

მიხეილ დუნდუა - მთავრობის ეფექტურობის ინდექსში საქართველომ შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფი

დუნდუას განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის წევრ 12 ქვეყანას, ნატო-ს წევრ 14 სახელმწიფოს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები