2024-12-12

07:28

Visa-ს სერვისების მზარდ მიმართულებას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი პროდუქტები დაემატა

ბიზნეს ნიუსი
29-03-2024 17:59

თბილისი, 29 მარტი, 2024 Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, აგრძელებს დამატებითი ღირებულების სერვისების გლობალურ გაფართოებას, სამი ახალი, AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტით, რისკისა და თაღლითობის პრევენციის მიმართულებით. Visa Protect-ის ახალი პროდუქტები შექმნილია იმისთვის, რომ შეამცირონ თაღლითობის რისკები ანგარიშიდან ანგარიშზე და არა საბარათე  (CNP) გადახდებში, ასევე Visa- ქსელსა და მის გარეთ განხორციელებულ ტრანზაქციებში.

Visa Protect არის Visa- დამატებითი ღირებულების სერვისების ნაკრების ნაწილი, სადაც  პროდუქტების რაოდენობა თითქმის 200-ით გაიზარდა და მოიცავს ხუთი მაღალი მოთხოვნის კატეგორიას: გადახდების მიღება, კონსულტაცია, ემისია, ღია ბანკინგი და ტრანზაქციების დაცვა. იმისთვის, რომ კლიენტებმა შეძლონ მზარდ გამოწვევებთან გამკლავება, Visa- გააერთიანა ათწლეულების გამოცდილება და ინვესტიციები, ხელოვნური ინტელექტისა და თაღლითობის პრევენციის გასაძლიერებლად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 10 მილიარდი დოლარი, მხოლოდ ტექნოლოგიასა და ინოვაციებში დაიხარჯა, რამაც ხელი შეუწყო თაღლითობის შემთხვევების შემცირებასა და ქსელის უსაფრთხოების ზრდას.

ციფრული გადახდები უფრო მეტია, ვიდრე ვაჭრობა. ჩვენ შევდივართ თანამედროვე კომერციის ეპოქაში, სადაც გამარჯვებულები სწრაფად გადაადგილდებიან, ხელოვნური ინტელექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამომხმარებლო გამოცდილებები მოქნილია, უსაფრთხოება კი პლატფორმებში ჩაინტეგრირებული“, - აღნიშნა ენტონი კეჰილმა, Visa- დამატებითი ღირებულების სერვისების გლობალურმა ხელმძღვანელმა. „ბიზნესები ეძებენ პარტნიორებს, რომლებსაც შეუძლიათ, მათ დაეხმარონ ამბიციების რეალიზებაში, კონკურენციის გაწევასა და გამარჯვებაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ სანდო პარტნიორი, რომელიც დღევანდელ მაღალ კონკურენტულ გარემოში, კლიენტების მზარდ რაოდენობას, ზუსტად ამის გაკეთებაში ეხმარება.''

უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია Visa-სთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. გასულ წელს, Visa- ხელი შეუწყო 40 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითური სქემების დაბლოკვას, რაც თითქმის გაორმაგდა წინა წელთან შედარებით[1]. სიახლე, ფოკუსირებულია Visa Protect-ის სამ გადაწყვეტაზე, რომელიც მიზნად ისახავს კლიენტის საჭიროებების დაკმაყოფილებას და იყენებს კომპანიის დიდ გამოცდილებას AI-ის მიმართულებით:

·         Visa Advanced Authorization (VAA) და Visa Risk Manager (VRM) გაფართოება Visa ბარათის გარეშე გადახდებისთვის: Visa- თაღლითობის რისკის მართვის ინტენსიური, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, შექმნილი გადაწყვეტები ქსელურ სქემებზე დამოკიდებული აღარ არის, რაც ემიტენტებს საშუალებას აძლევს, გაამარტივონ თაღლითობის ოპერაციები თაღლითობის აღმოჩენის ერთ გადაწყვეტაში, რაც ხელს უწყობს თაღლითობის დაცვის გაძლიერებას და ხარჯების შემცირებას.

·         Visa Provisioning Intelligence (VPI): მიუხედავად იმისა, რომ ტოკენიზაცია არის ტრანზაქციის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გზა, თაღლითები იყენებენ სოციალურ ინჟინერიას და სხვა საშუალებებს, რათა უკანონოდ გასცენ ტოკენები და განახორციელონ თაღლითური ტრანზაქციები. VPI არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტი, რომელიც შექმნილია ამ გამოწვევის დასაძლევად და ტოკენების თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მანქანური სწავლების გამოყენებით, რათა შეაფასოს თაღლითობის ალბათობა ტოკენის მიწოდების მოთხოვნებში. VPI, რომელიც ხელმისაწვდომია Visa Risk Manager-ის საშუალებით, ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, თაღლითობის თავიდან აცილებაში და ხელს უწყობს, უზრუნველყონ შეუფერხებელი და უსაფრთხო ტრანზაქციები მოწყობილობებზე, ელექტრონულ კომერციასა და ბიზნეს მონაცემთა ბაზაში არსებულ ტოკენებზე (card-on-file).

·         რეალურ დროში, ანგარიშიდან ანგარიშზე გადახდის უსაფრთხოება: Visa- პირველი თაღლითობის პრევენციის გადაწყვეტა შექმნილია სპეციალურად მყისიერი გადახდებისთვის, მათ შორის P2P ციფრული საფულეებისთვის, ანგარიშიდან ანგარიშზე ტრანზაქციებისა და ცენტრალური ბანკების მყისიერი გადახდის სისტემებისთვის. სიღრმისეულ სწავლებაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის მოდელების საშუალებით, ეს ახალი სერვისი უზრუნველყოფს რისკის შეფასებას რეალურ დროში, რომელიც ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, თაღლითობის თავიდან აცილებაში, არასასურველი ტრანზაქციებიავტომატური დაბლოკვით

თითოეული პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება კლიენტებისთვის 2024 წელს, პროდუქტისა და ბაზრის მიხედვით, გამოშვების განსხვავებული თარიღებით.

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, Visa ორიენტირებულია რისკისა და თაღლითობის მოწინავე გადაწყვეტების შექმნაზე, რათა უზრუნველყოს მომხმარებელთა მონაცემების დაცვა, განურჩევლად ტრანზაქციების ადგილმდებარეობისა“, განაცხადა ვოლტერ ლირონმა, Visa-ს უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა, საკონსულტაციო და დამატებითი ღირებულების სერვისების ხელმძღვანელმა ცენტრალურ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში. ეს სამი ახალი AI-ზე მომუშავე გადაწყვეტა ეფუძნება Visa- უზადო ტექნოლოგიას, ინოვაციებსა და 30-წლიან მემკვიდრეობას ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ასევე ჩვენს ექსპერტულ ცოდნას რისკების კონსულტაციისა და დისტანციური მართვის სერვისების შესახებ. მოუთმენლად ველით ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში და მათი ბიზნესების ზრდის ხელშეწყობას”.

Visa- უსაფრთხოების კომპლექსური გადაწყვეტების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ინტელექტუალური უსაფრთხოების ვებგვერდს. Visa- დამატებითი ღირებულების სერვისების შესახებ ბიზნესისთვის ეწვიეთ Visa.com.

###

Visa- შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge



[1] Visa- მონაცემები 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე

მსგავსი სიახლეები

2024-12-02 11:53
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს:

2024-11-28 13:14
ბიზნეს ნიუსი

„ავერსში“ გრანდიოზული, 60%–იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება!

„ავერსისა“ და „კანი ესთეტიკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების მომხმარებელი დასაჩუქრდება კანის ისეთი

2024-11-25 16:14
ბიზნეს ნიუსი

სალვატორე კასტანო: „რაც მიყვარს საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების გარდა, არის ჭაჭა“

სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ

2024-11-22 11:07
ბიზნეს ნიუსი

დიდი ფასდაკლებების დროა - PSP -ში Black Friday დაიწყო!

განსაკუთრებული სიახლე! ტრადიციული აქციების გარდა, წელს PSP პირველად გთავაზობთ აუთლეტ

2024-11-21 16:36
ბიზნეს ნიუსი

კომპანია „ბეკომ“ თავისი პირველი „აუთლეტ“ მაღაზია გახსნა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

კომპანია „ბეკოს“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მუდმივად ითვალისწინებს მათ წინადადებებს. ეს არ არის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები