2024-10-14

23:55

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სურსათის ბანკის პროექტის წარდგენა განხორციელდა

ბიზნეს ნიუსი
14-03-2024 12:10

ერთი ნაბიჯით წინ მდგრადი სასურსათო უსაფრთხოებისკენ!

თბილისი, 13 მარტი, 2024. ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის “მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” წარდგენის ღონისძიება      სასტუმრო სტამბაში გაიმართა.

ორგანიზაციამ People In Need (PIN),  ევროკავშირთან (EU), ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და პროექტის პარტნიორებთან ერთად, საქართველოში სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირებისა და სასურსათო უსაფრთხოების გაზრდისაკენ მიმართული პროექტის დაწყება აღნიშნ     . ღონისძიებას ესწრებოდნე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

PIN საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სოფია ჯანჯუამ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და იმ დადებით ცვლილებებს, რაც ა პროექტის განხორციელებით იქნება გამოწვეული. საქართველოში პირველი სურსათის ბანკის შექმნის შესახებ ისაუბრეს ბ-ნმა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, საქართველოს მთავრობის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და ევროპის სურსათის ბანკების ფედერაციის წარმომადგენლებმა. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ აღნიშნული ინიციატივა, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების ზრდას და სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით ჭარბი სურსათის გადანაწილებას ითვალისწინებს. პროექტი ასევე შეაფასებს “სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ” ახალი კანონის გავლენას ადგილობრივ სასურსათო უსაფრთხოების გაზრდაზე. პროექტის მიზანია, შეამციროს სურსათის ნარჩენები, ფერმერთა სურსათის დანაკარგები და სათბური აირების გამოყოფა. გარდა ამისა, ადგილობრივ დონეზე ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი მოადგილე ქ-ნ ხატია წილოსანი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბ-ნ კახა კაკაბაძე; გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ბ-ნ ჯუმბერ მარუაშვილი და ასევე, ევროპის სურსათის ბანკების ფედერაციის წარმომადგენელი ბ-ნ ბალაშ ჩეჰი. პროექტი ხორციელდება 2023-2026 წლებში და იგი ეყრდნობა სურსათის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროებში PIN-ისა და წითელი ჯვრის მოძრაობის გლობალურ გამოცდილებას. გარდა ამისა, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერება წარმოადგენს, რათა მათ შეძლონ მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიცირება და უზრუნველყონ მათთვის სურსათის გადანაწილება, ითანამშრომლონ ადგილობრივ ფერმერებთან და აწარმოონ სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი “მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ხორციელდება საქართველოს წითელ ჯვართან (GRC), "პარკი არ მინდა" (PAM) და Eliots Sustainability-სთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერებით სურსათის დანაკარგების შემცირებას და სურსათზე ხელმისაწვდომობის ზრდას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

მსგავსი სიახლეები

2024-10-10 10:59
ბიზნეს ნიუსი

ბათუმი მე-12 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს!

ორგანიზატორების თქმით, ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი

2024-10-10 10:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ხელმძღვანელებმა 9 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის სა

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ილმაზსა და ჯენგიზს პროფესიულ საქმიანობაში.

2024-10-07 15:37
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

წელს კონკურსზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჟიური ეწვევა. მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, ქართული ღვინის

2024-10-04 11:21
ბიზნეს ნიუსი

ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიზნესსაბჭო, რომელიც საქართველოსა და საუდის არაბეთის

2024-10-02 16:35
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე!

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები