საკრებულოს წევრ ქალთა პოლიტიკური ფორუმი

9 თებერვალს, 13:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ (პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი) გაიმართება საკრებულოს წევრ ქალთა ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი.
ფორუმის მუშაობაში ჩაერთვებიან საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საპარლამენტო და ადგილობრივი არჩვენებისათვის მზადების პერიოდში. გაიმართება პანელური დისკუსიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრების მონაწილეობით.
ღონისძიება გაიმართება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით.
ფორუმის გახსნას დაესწრებიან:
· ანა ლიბერგი, შვედეთის ელჩი საქართველოში
· მელინე არაკელიანი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში
· დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
· ნინო წილოსანი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე
· ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში
ნანახია: 1189
მსგავსი სიახლეები

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა
მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამუშაო

სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში!
მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,” აანონსებს მაშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფ
წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია

საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ანგარიში: ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტ
ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება: შეუშალოს ხელი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორი
2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
clickss