2025-02-18

23:23

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი 2023: უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომი რეგიონის ევროკავშირთან ინტეგრაციის კატალიზატორია

ბიზნეს ნიუსი
26-01-2024 14:19

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მიერ შედგენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოება კვლავ რჩება მნიშვნელოვან ანგარიშგასაწევ ძალად მთელ რეგიონში და ასრულებს არსებით როლს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ინდექსში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში აასწრაფა ინტეგრაციის გაღრმავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში. 

EaP ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის პროგრესს ამ სამი მიმართულებით აფასებს: დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა; პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირთან; და მდგრადი განვითარების მიზნები. ის ეხება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დაინტერესებულ მხარეებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.  

EAP ინდექსი მონაცემთა შეკრებასა და შეფასებაზე მეტია. მასში გათვალისწინებულია როგორც ცვლილების სხვადასხვა ფორმა (რეფორმების პროგრესი, წინსვლა, დემოკრატიის შესუსტება, პოლიტიკური კურსიდან გადახვევა), ასევე სტაგნაცია და ცვლილებების არარსებობა. ურთიერთგანმსაზღვრელი საკითხების შეფასებისას ინდექსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გენდერულ თანასწორობასა და ადამიანის უფლებათა დაცვას.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი ხასიათდება „მრავალ სფეროში მკვეთრი ვარდნით თუ არა, მნიშვნელოვანი დაღმასვლით, რაც ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას ასახავს“. მნიშვნელოვანი უკუსვლა აღინიშნა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა დამცველი მექანიზმები, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრირება, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართალი და გარემოსდაცვითი და კლიმატის პოლიტიკა — შეკრების თავისუფლების გამოკლებით. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის პროგრესთან გაცნობა და შედეგების ურთიერთშედარება EaP ინდექსის პანელითაა შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია

EaP ინდექსის ანგარიში

EaP ინდექსის პანელი

10 მთავარი გლობალური მიგნება 

მსგავსი სიახლეები

2025-02-14 11:07
ბიზნეს ნიუსი

"გურთიადის" თამჯდომარემ ქაისერიში დაარსებული რბილი ავეჯის კომპანიის წარმომადგენლებს სახელმ

"გურთიადის" სახელით მადლობას ვუხდით კომპანია SamGroup-ის პარტნიორებს მასპინძლობისათვის და

2025-02-11 11:47
ბიზნეს ნიუსი

PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე

ვალენტინობისთვის საყვარელი ადამიანისათვის საჩუქრის შერჩევა PSP-ში მარტივი და მომგებიანია

2025-02-11 10:45
ბიზნეს ნიუსი

საუკეთესო რჩევები კრიპტოვალუტებით წარმატებული ვაჭრობისთვის

განათლება. ცოდნა ძალაა, განსაკუთრებით ბაზარზე, სადაც არის კრიპტოვალუტა. ვაჭრობის დაწყებამდე

2025-02-08 14:12
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც

2025-02-08 13:54
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" კომპანია „ეფეს საქართველოს“ ამჟამინდელი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები