2025-04-30

18:37

ქართველმა ძიუდოისტებმა მალაგის ევროპულ თასზე ცხრა მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს!

სპორტი
03-03-2025 15:20
ესპანეთში ახალგაზრდებს შორის ,,მალაგის ევროპის თასი" გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს ცხრა მედალი - ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ზურაბ ჭიღლაძემ (-81 კგ), ლუკა ჯავახიშვილმა (-90 კგ), ნოდარ ალაფიშვილმა (-100 კგ) და თამაზ ბიგანაშვილმა (+100 კგ) ჩემპიონობა იზეიმეს, ლუკა თევდორაძემ (-90 კგ) და გიორგი ბენდელიანმა (-100 კგ) - ვერცხლის, ხოლო გიგი გიუნაშვილმა (-73 კგ), ლუკა ქარელიშვილმა (-90 კგ) და ირაკლი ქავთარაშვილმა (-90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ტურნირზე -90 და -100 კგ წონით კატეგორიებში ქართული ფინალები გაიმართა. -90 კგ წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა დაისაკუთრეს. სპორტსმენები ,,მალაგის ევროპულ თასზე" სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 15:05
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია კი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს

2025-04-30 11:37
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

ქართველმა ხელბურთელებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები არიან, გადამწყვეტი

2025-04-29 11:50
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

2025-04-27 20:46
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები