ნოემბერში თვეში საქართველოს იაპონიის რაგბის ეროვნული ნაკრები ესტუმრება

2025 წლის შემოდგომის ტესტმატჩებს ბორჯღალოსნები საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავენ. სამიდან ერთ-ერთი მეტოქე, რომელსაც 22 ნოემბერს ვუმასპინძლებთ, ტიერ 1-ის იაპონია იქნება, რომელსაც შარშან სტუმრად მოვუგეთ და ახლა რევანში წყურიათ.
„საქართველო მსოფლიო რაგბში ყველაზე განვითარებადი ქვეყანაა. ისტორიულად ძლიერი ქართველი მორკინალები ახლა დიდ დახმარებას იღებენ ინდივიდუალიზმით გამორჩეული ხაზის მოთამაშეებისგან. საქართველოსთან თამაში ევროპული ტურის შესანიშნავი დასასრული იქნება და ის მოთამაშეებს არასდროს დაავიწყდებათ“, – განაცხადა იაპონიის ნაკრების ავსტრალიელმა დამრიგებელმა, ედი ჯონსმა.
იაპონიასთან აქამდე 7-ჯერ გვითამაშია და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე შარშან სტუმრად დავამარცხეთ, მათთან ჯერაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს. განვლილი თამაშებიდან სამი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სამჯერ იაპონელებმა გვიმასპინძლეს, ერთი შეხვედრა კი ნეიტრალურ მოედანზე შედგა. მათგან ორი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 5-ში კი მეტოქემ იმარჯვა.
იაპონიას პირველად 2006 წელს ოსაკაში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 32:7 მოიგეს. 2012 წელს აზიელები „მიხეილ მესხზე“ გვეწვივნენ და ბოლო წუთზე აღებული 3 ქულით 25:22 მოიგეს. 2014 წელს იაპონელებს კვლავ „მესხზე“ დავუხვდით და ამჯერად 35:24 გავიმარჯვეთ.
მომდევნო წელს იაპონელებს ინგლისში, გლოსთერში მსოფლიო თასის წინ შევხვდით (10:13), 2016-ში კი მესამედ ვუმასპინძლეთ თბილისში (22:28). 2018 წელს მასპინძლებმა იაპონიაში მშრალი ანგარიშით, 28:0 გვაჯობეს, შარშან ზაფხულში კი მათ სენდაიში ვეწვიეთ და 25:23 დავამარცხეთ.
რომელ ქალაქში და სტადიონზე გაიმართება 22 ნოემბრის შეხვედრა, მოგვიანებით გაირკვევა.
ნანახია: 320
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა
ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია კი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება
ქართველმა ხელბურთელებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები არიან, გადამწყვეტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია
საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია
clickss