ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა

დახურვის საზეიმო ცერემონია ბაკურიანში გაიმართა. ცერემონიაზე ფესტივალის საუკეთესო სპორტსმენებს - დანიელ პედრანცინის და მიხაელა სტრაკოვას - ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდოები გადაეცათ. ცერემონიაზე საქართველოს მედროშე სამთო-მოთხილამურე ირაკლი ხერგიანი იყო. ღონისძიებაზე EOC-ის დროშა გადაეცა რუმინეთის ქალაქს ბრაშოვს, რომელიც 2027 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.
საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში მე-15 ადგილი დაიკავა. ჩვენს ქვეყანას ისტორიული ოქროს მედალი ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ მოუპოვა. 15 წლის ინგა გურგენიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო. ფესტივალზე საქართველოს ღირსებას ზამთრის სპორტის სამ სახეობაში რვა ქართველი სპორტსმენი იცავდა.
2025 წლის ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ზამთრის სპორტის რვა სახეობაში იმართებოდა. ფესტივალში მონაწილეობა ევროპის 45 ქვეყნის 1000-ამდე სპორტსმენმა მიიღო. ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ფესტივალისთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3,5 კმ სიგრძის ტრასა, ხოლო თბილისსა და ბათუმში ყინულის არენა ააშენა.
ნანახია: 339
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!
აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!
გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია
clickss