2025-04-30

17:40

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა

სპორტი
17-02-2025 11:14
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2025 წლის „რაგბი ევროპის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდა.„ბორჯღალოსნებმა“ მოწინააღმდეგეს ანგარიშით 62:32 სძლიეს და A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
ტურნირის ნახევარფინალს ეროვნული ნაკრები საქართველოში გამართავს. ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ, აკაკი ტაბუცაძემ(2), ვანო კარკაძემ, ლუკა ჯაფარიძემ, დავით ნინიაშვილმა(3) და ირაკლი ქვათაძემ გაუტანეს. გარდასახვები დავით ნინიაშვილმა (2) და დაჩი პაპუნაშვილმა (4) შეასრულეს.
ქართველმა მორაგბეებმა მიმდინარე სეზონში „რაგბი ევროპის“ პირველ მატჩში შვეიცარიის ნაკრები სარეკორდო ანგარიშით - 110:0 დაამარცხეს, ნიდერლანდელებს კი ანგარიშით 40:7 სძლიეს. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 16-ჯერ „ბორჯღალოსნებს“ აქვთ მოგებული. ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონობა ზედიზედ 7-ჯერ იზეიმეს.

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 15:05
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია კი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს

2025-04-30 11:37
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

ქართველმა ხელბურთელებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები არიან, გადამწყვეტი

2025-04-29 11:50
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

2025-04-27 20:46
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები