ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამ ბოლქვაძე ანტონია რუჟიჩს შეხვდება

მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ ქალთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპს მარიამ ბოლქვაძე 21 წლის ანტონია რუჟიჩთან მატჩით დაიწყებს.
ქართველი ჩოგბურთელი ანტონია რუჟიჩს 6 იანვარს შეხვდება.
21 წლის ხორვატი ჩოგბურთელი პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 142-ე ადგილზეა, ხოლო მისი საუკეთესო შედეგი 132-ე ადგილი გახლდათ.
რაც შეეხება ბოლქვაძეს, 27 წლის მოთამაშე ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 208-ე ადგილზეა, ხოლო საუკეთესო შედეგი 151-ე ადგილი იყო.
რუჟიჩსა და ბოლქვაძეს შორის გამარჯვებული საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ჩინელ ჟუსა და ფრანგ იანიჩიევიჩს შორის უძლიერესს შეხვდება.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 279
მსგავსი სიახლეები

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა
საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა

„ბაკურიანი 2025“-ზე სლალომში ოთხმა ქართველმა სამთო მოთხილამურემ იასპარეზა
მეორე დაშვებისას ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო გიორგი ჯაფარიძემ, პირველივე დაშვების შემდეგ

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიუ
ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ
clickss